მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 600 000-ს გადასცდა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 600 000-ს გადასცდა

მსოფლიო მასშტაბით „კოვიდ-19“-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა 600 000-ს გადასცდა. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს.

ვირუსით მსოფლიო მასშტაბით 27 862 ადამიანია დაღუპული, 131 826 ადამიანი კი – გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით, დაინფიცირებულთა ყველაზე მაღალი რაოდენობა ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქსირდება, აშშ-ში 104 837 ადამიანია დაინფიცირებული, მას მოსდევს იტალია 86 498 ინფიცირებულით, შემდეგ კი ჩინეთია – 81 948 შემთხვევით.