მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ხუთ მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ხუთ მილიონს გადააჭარბა

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ ხუთ მილიონს გადააჭარბა. აღნიშნულ მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს.

აღნიშნული უნივერსიტეტის ცნობით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 333 ათასს აღწევს. გამოჯანმრთელებულია თითქმის ორი მილიონი ინფიცირებული.

კორონავირუსით გარდაცვლილებისა და ინფიცირებულების რაოდენობით პირველ ადგილს ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს.