მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

გლობალური მასშტაბით, ვირუსით გამოწვეულ გართულებებს 207 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც „ევრონიუსი“ წერს, ინფიცირებულთა რაოდენობა 1 მილიონით ორ კვირაზე ნაკლებ დროში გაიზარდა.

ამასთან, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 870 000-ს სცდება.

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსი პანდემიად მარტში გამოცხადდა. „კოვიდ-19“-ის პირველი შემთხვევები 2019 წლის დეკემბერში ჩინეთში აღრიცხეს.