მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 245 138 047-ს მიაღწია
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 245 138 047-ს მიაღწია

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 245 138 047-ს მიაღწია. აღნიშნულის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს ინფორმაციას.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსით 4 974 921 ადამიანი გარდაიცვალა.

მოცემულ ეტაპზე, ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობით, პირველ ადგილზე, 45 704 110 შემთხვევით შეერთებული შტატებია, მეორეზე, 34 231 809 შემთხვევით ინდოეთი, ხოლო მესამეზე – ბრაზილია 21 766 168 შემთხვევით.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის საწინააღმდეგოდ 6 898 212 784 დოზა ვაქცინა არის ადმინისტრირებული.