მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 232 360 045-ს მიაღწია
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 232 360 045-ს მიაღწია

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 232 360 045-ს მიაღწია. აღნიშნულის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი იტყობინება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით 4 756 740 ადამიანი დაიღუპა.

მოცემულ ეტაპზე ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობით პირველ ადგილზე შეერთებული შტატებია 43 116 448 შემთხვევით. მეორეზე ინდოეთი 33 697 581 შემთხვევით, ხოლო მესამეზე ბრაზილია 21 366 395 შემთხვევით.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის საწინააღმდეგოდ 6 128 514 746 დოზა ვაქცინა იქნა ადმინისტრირებული.