მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 228 212 745-ს მიაღწია
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 228 212 745-ს მიაღწია

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 228 212 745-ს მიაღწია. აღნიშნულის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი იტყობინება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით 4 686 832 ადამიანი დაიღუპა.

მოცემულ ეტაპზე ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობით პირველ ადგილზე შეერთებული შტატებია 42 050 813 შემთხვევით. მეორეზე ინდოეთი 33 448 163 შემთხვევით, ხოლო მესამეზე ბრაზილია 21 230 325 შემთხვევით.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის საწინააღმდეგოდ 5 895 868 939 დოზა ვაქცინა გავრცელდა.