მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 19 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 19 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში პანდემიის დასაწყისიდან დღემდე,  კორონავირუსით 19 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტი ავრცელებს.

ინსტიტუტის მონაცემთა ბაზის თანახმად, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა, მსოფლიოს მასშტაბით, 700 000-ს გადასცდა.

ეპიდემიის დასაწყისიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციით უკვე 713 000-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებშია გამოვლენილი, სადაც ინფექციის შემთხვევების რიცხვი 4 800 000-ს აჭარბებს.

2 900 000-ს აჭარბებს ინფიცირების შემთხვევები ბრაზილიაში, ინდოეთში კი „კოვიდ 19“-ით უკვე ორ მილიონზე მეტი ადამიანია დაავადებული.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, მსოფლიოს მასშტაბით, ვირუსით 260 000 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.