მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 175 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 175 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში პანდემიის დაწყების შემდეგ „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 175 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

გაერო-ს ორგანიზაციის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში „კოვიდ-19“ 387 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსული ინფექციისგან გამოწვეულ დაავადებას მსოფლიოში 10 158 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულების საერთო რაოდენობამ კი 3 792 777-ს მიაღწია.

გაერო-ს ორგანიზაციის მიერ გასული დღე-ღამის განმავლობაში აღრიცხული ახალი შემთხვევების 48 პროცენტზე მეტი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე მოდის, მეორე ადგილზე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა, მესამეზე კი ევროპის რეგიონი.