მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 4 700 000-ს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 4 700 000-ს გადააჭარბა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის მიხედვით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე „კოვიდ-19“ მსოფლიოში 4 713 769 ადამიანს დაუდასტურდა.
ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია გამოვლენილი, სადაც ინფიცირების შემთხვევები 1.5 მილიონს უახლოვდება. მეორე ადგილზეა რუსეთი – 281 752 შემთხვევით.
იზრდება კორონავირუსით გამოწვეული დაავადებისგან გამოჯანმრთელებულების რაოდენობაც – მსოფლიოში „კოვიდ-19“ დღემდე 1 733 963-მა ადამიანმა დაამარცხა. ყველაზე მეტი გამოჯანმრთელებული აშშ-ს ჰყავს, 272 265 ადამიანი. მეორე ადგილზე გერმანიაა, სადაც კორონავირუსისგან უკვე 154 011 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
315 000-ს აჭარბებს მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი. ყველაზე მეტი გარდაცვლილი აშშ-ს ჰყავს, მეორე ადგილზე კი ბრიტანეთია.