მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 600 000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გლობალური მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 14,3 მილიონი შემთხვევა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სპეციალისტებმა მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის 229 780 შემთხვევა აღრიცხეს. ბოლო 24 საათში პლანეტის მასშტაბით დაიღუპა 5111 პაციენტი.
ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში.
ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზეა აშშ-ი, რომელსაც მოსდევს ბრაზილია, ინდოეთი და რუსეთი.