მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 380 ათასს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 380 ათასს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 380 ათასს გადააჭარბა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გლობალური მასშტაბით გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 6 378 000-ზე მეტი შემთხვევა, აქედან 2,7 მილიონზე მეტი ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა.

30 ათასს გადააჭარაბა გარდაცვლილთა რაოდენობამ ბრაზილიაში, სადაც ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“-ის თითქმის 29 ათასი შემთხვევა გამოვლინდა.

კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც მსხვერპლთა რაოდენობამ უკვე 106 ათასს გადააჭარაბა. აშშ-ში „კოვიდ-19“-ით 1,8 მილიონზე მეტი ადამიანი დაავადდა.