ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, ახალი კორონავირუსით მსოფლიო მასშტაბით უკვე 150 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულთა რიცხვმა კი, 2,2 მილიონს გადააჭარბა.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 50 000-ს პირველი ფატალური შემთხვევის დაფიქსირებიდან 83 დღეში მიაღწია, 100 000-მდე მომდევნო რვა დღის განმავლობაში გაიზარდა, ხოლო კიდევ რვა დღის შემდეგ, 150 ათასს გადასცდა.