მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 300 000-ს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 300 000-ს გადააჭარბა

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 300 000-ს გადააჭარბა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გარდაცვლილია 300 074 ადამიანი.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ით 4,5 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა.

ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის მხრივ ყველაზე რთული მდგომარეობა ამერიკის შეერთებულ შტატებშია, სადაც ბოლო მონაცემებით ახალი კორონავირუსის 1,441,055 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 86,000-ზე მეტი ადამიანი.