მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 20 მილიონს გადააჭარბა

10:27, 11.08.2020

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 20 მილიონს გადააჭარბა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გლობალური მასშტაბით რეგისტრირებულია „კოვიდ 19“-ის 20 090 500-ზე მეტი შემთხვევა.

პანდემიას სულ მსოფლიოში 736 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 12 მილიონ 280 ათასს აღემატება.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც „კოვიდ 19“-ის შემთხვევების საერთო რაოდენობის მეოთხედია რეგისტრირებული. აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილს ბრაზილია იკავებს.

მსგავსი