მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვმა 200 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვმა 200 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვმა 200 მილიონს გადააჭარბა.

ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე გარდაცვლილია 4.256 მილიონი ადამიანი.

ამჟამად, ყველაზე ფართოდ გავრცელებული შტამია დელტა ვარიანტი, რომელსაც ინფიცირების გაცილებით მაღალი ტემპი აქვს. ამ ფონზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მდიდარ ქვეყნებს მოუწოდებს, კოვიდვაქცინის მესამე დოზის გამოყენებაზე სექტემბრის ბოლომდე მორატორიუმი გამოაცხადონ და ვაქცინების დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს დაუთმონ.

აღსანიშნავია, რომ ინფიცირების 100-მილიონიან ნიშნულამდე მისაღწევად, ვირუსს დაახლოებით ერთი წელი დასჭირდა, იმ დროს, როდესაც 200 მილიონამდე ინფიცირებულთა ოდენობის ზრდას, მხოლოდ ექვსი თვე დასჭირდა. ვირუსის გავრცელებისა და ლეტალობის მასშტაბით ლიდერობენ: აშშ, ინდოეთი და ბრაზილია.

ვირუსის მწვავე ფორმით მიმდინარეობის შემთხვევების 97% არავაქცინირებულ პაციენტებზე მოდის.