მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვმა 20 მილიონს გადააჭარბა

12:47, 10.08.2020

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 20 მილიონს გადააჭარბა.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, მსოფლიოში ვირუსს 734 ათასი ადამიანი ემსხვერპლა, 12,9 მილიონი გამოჯანმრთელდა.

ინფორმაციას „ვორლდომეტრი“ ავრცლებს.

ამჟამად, მსოფლიოში კორონავირუსის 6,3 მილიონი აქტიური შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 64 829 პაციენტი კრიტიკულ მდგომაროებაშია.

ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, პირველ ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც ვირუსის ხუთ მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. ბრაზილიაში სამ მილიონზე მეტია ინფიცირებული. მესამე ადგილზეა ინდოეთი, ქვეყანაში კორონავირუსის 2,2 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი.

მსგავსი