მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვმა 12 მილიონს გადააჭარბა

14:42, 09.07.2020

მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის შემთხვევათა რიცხვმა 12 მილიონს გადააჭარბა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, კორონავირუსით მსოფლიოში თითქმის 550 000 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით, მსოფლიოში აშშ ლიდერობს, სადაც „კოვიდ-19“-ის სამ მილიონზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. მეორე ადგილზე ბრაზილია 1,7 მილიონი შემთხვევით, ხოლო მესამე ადგილზე ინდოეთია, სადაც „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რიცხი 770 ათასს უახლოვდება.

მსგავსი