მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთ მილიარდზე მეტი დოზა გაკეთდა

11:08, 25.04.2021

მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთ მილიარდზე მეტი დოზა გაკეთდა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს. გლობალურად აცრის ტემპი დღეში საშუალოდ 18,3 მილიონ დოზას შეადგენს.

სააგენტო „ფრანს პრესი“ აღნიშნავს, რომ ადმინისტრირებული ვაქცინების 58 პროცენტი სამ ქვეყანაზე – აშშ-ზე, ჩინეთსა და ინდოეთზე მოდის.

ამასთან, ასი ათას მოსახლეზე ვაქცინირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე ისრაელია.

მსგავსი