მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდული ზრდა აღინიშნა
მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდული ზრდა აღინიშნა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის რეკორდული ზრდა აღინიშნა.

ორგანიზაციის ცნობით, ბოლო ერთ დღეში მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე კორონავირუსული ინფექციის 292 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ეპიდემიის დაწყების შემდეგ მაქსიმალური მაჩვენებელია.

მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირების შემთხვევებმა უკვე 17.1 მილიონს გადააჭარბა. გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში „კოვიდ-19“-ს 6 800-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულების საერთო რაოდენობა კი 669 000-ს აღწევს. ინფიცირების შემთხვევებით მსოფლიოში პირველ ადგილს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის რეგიონი იკავებს.