მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 513 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 513 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 513 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. გაერო-ს ორგანიზაციის ცნობით, პანდემიის დაწყების შემდეგ მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 122.5 მილიონს გადააჭარბა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის თანახმად, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსული ინფექციისგან გამოწვეულ დაავადებას მსოფლიოში 9 984 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულების საერთო რაოდენობა კი 2 703 620-ს აღწევს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი ახალი შემთხვევების 40 პროცენტზე მეტი ევროპის რეგიონზე მოდის, მეორე ადგილზე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაა, მესამეზე კი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია.