მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 496 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 496 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 496 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გაერო-ს ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, „კოვიდ-19“-ს ბოლო ერთ დღეში 7 700-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, მსოფლიოში კორონავირუსული ინფექცია 62 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, მილიონ ოთხას ორმოცდახუთი ათასზე მეტი ადამიანი კი დაიღუპა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების შემთხვევების 47 პროცენტზე მეტი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებზე მოდის. მეორე ადგილზე ევროპის რეგიონია. ინფიცირების შემთხვევების და მსხვერპლის რიცხვით პირველ ადგილზე აშშ-ია, სადაც „კოვიდ-19″-ით დღემდე 13 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.