მსოფლიოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 808 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 808 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
გაერო-ს ორგანიზაციის ცნობით, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსული ინფექციით გამოწვეულ დაავადებას 12 870 ადამიანი ემსხვერპლა.
მსოფლიოში პანდემიის დაწყების შემდეგ „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობამ 151.8 მილიონს გადააჭარბა, 3 186 538 ადამიანი კი გარდაიცვალა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღრიცხული ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაზე მოდის, რომელშიც გაერო-ს ორგანიზაციამ ინდოეთის მონაცემებიც შეიყვანა. მეორე ადგილზე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაა, მესამეზე კი ევროპის რეგიონი.