მსოფლიოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 794 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 794 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
გაერო-ს ორგანიზაციის ცნობით, ბოლო ერთ დღეში მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციისგან გამოწვეულ დაავადებას 12 470 ადამიანი ემსხვერპლა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის მიხედვით, პანდემიის დაწყების შემდეგ მსოფლიოში „კოვიდ-19“ 146.84 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 3.1 მილიონზე მეტი კი გარდაიცვალა.
გაერო-ს ორგანიზაციის მიერ გასული დღე-ღამის განმავლობაში აღრიცხული ახალი შემთხვევების 46 პროცენტზე მეტი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაზე მოდის, მეორე ადგილზე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაა, მესამეზე კი ევროპის რეგიონი. ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აშშ-ში, ინდოეთსა და ბრაზილიაშია.