მსოფლიოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 605 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
მსოფლიოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 605 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 605 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

გაერო-ს ორგანიზაციის ცნობით, ბოლო ერთ დღეში მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსულ ინფექციას 10 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიის დაწყების შემდეგ მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით უკვე 65.8 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 1.5 მილიონზე მეტი კი გარდაიცვალა.

ბოლო ერთ დღეში გამოვლენილი კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების 50 პროცენტზე მეტი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე მოდის. მეორე ადგილზე ევროპის რეგიონია, მესამეზე კი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია.