მსოფლიოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 561 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 561 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
გაერო-ს ორგანიზაციის ინფორმაციით, პანდემიის დაწყების შემდეგ მსოფლიოში „კოვიდ-19“ 131.02 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსული ინფექციით გამოწვეულ დაავადებას 8 196 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 2 850 521-ს აღწევს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ბოლო გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი ახალი შემთხვევების 36 პროცენტზე მეტი ევროპის რეგიონზე მოდის, მეორე ადგილზე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაა, მესამეზე კი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია.