მსოფლიოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 391 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
მსოფლიოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 391 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 391 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

გაერო-ს ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების შემდეგ კორონავირუსული ინფექციისგან გამოწვეული დაავადება 119.6 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის მიხედვით, გასულ დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ს მსოფლიოში 7 110 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 2 649 72-ს აღწევს.

ბოლო ერთ დღეში გამოვლენილი ახალი შემთხვევების 42 პროცენტზე მეტი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე მოდის, მეორე ადგილზე ევროპის რეგიონია, მესამეზე კი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი.