მსოფლიოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 384 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
მსოფლიოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 384 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

მსოფლიოში გასულ დღე-ღამეში „კოვიდ-19“ 384 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

გაერო-ს ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების შემდეგ კორონავირუსული ინფექციისგან გამოწვეული დაავადების 113.46 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.

ბოლო 24 საათში მსოფლიოში „კოვიდ-19“-ს 8 230 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 2 520 550-ს მიაღწია.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი ახალი შემთხვევების 46 პროცენტზე მეტი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე მოდის. მეორე ადგილზე ევროპის რეგიონია, მესამეზე კი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი.

დატოვე კომენტარი