მსოფლიოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 300 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
მსოფლიოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 300 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 300 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

გაერო-ს ორგანიზაციის ცნობით, პანდემიის დაწყების შემდეგ მსოფლიოში „კოვიდ-19“ 108.1 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსულ ინფექციას 7 776 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიის დაწყების შემდეგ „კოვიდ-19“-ით, საერთო ჯამში, 2 381 295 ადამიანი გარდაიცვალა.

მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე მოდის. მეორე ადგილზე ევროპის რეგიონია, მესამეზე კი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთი.