მსოფლიოში ერთი ბარელი ბრენტის მარკის ნავთობის ფასმა 107 დოლარს გადააჭარბა
მსოფლიოში ნავთობის ფასი კვლავ გაიზარდა. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, ერთი ბარელი ბრენტის მარკის ნავთობის ფასი 107 დოლარს აჭარბებს, რაც ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ნავთობის ფასის 3%-იან ზრდას შეადგენს.
ამასთან, მედიის ცნობით, ბოლო ერთ კვირაში ბრენტის მარკის ნავთობის ფასი 10%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება ამერიკულ ბაზარს, აშშ-ში ერთი ბარელი ნავთობის ფასი 2.6%-ით გაიზარდა და 102.68 დოლარი შეადგინა.
მედიის ცნობით, ნავთობის ფასის ზრდის მთავარი მიზეზი ახლო აღმოსავლეთში არსებული კრიზისია, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში დაჯგუფება „ჰუსიტების“ მიერ ბაბ-ელ-მანდების სრუტეში განხორციელებული თავდასხმები.
ცნობისთვის, ნავთობის ფასმა პიკურ მაჩვენებელს აპრილში მიაღწია და ერთ ბარელზე 126 დოლარი შეადგინა.