მსოფლიოში დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 441 861 შემთხვევა გამოვლინდა
მსოფლიოში დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 441 861 შემთხვევა გამოვლინდა

მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 441 861 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში 79 673 754-ს შეადგენს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის მიხედვით, მსოფლიოში ბოლო დღე-ღამეში ვირუსით 6 807 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიამ ჯამში 1 761 381 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ვირუსის გავრცელების კუთხით, ამერიკა მსოფლიოში ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა. ევროპის კონტინენტზე ვირუსის დადასტურებული შემთხვევების ჯამური რაოდენობა 25 417 329-ს შეადგენს.