მსოფლიოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა
მსოფლიოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა

მსოფლიოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი – 893 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შემთხვევათა მესამედზე მეტი ინდოეთზე მოდის.

წინა რეკორდული მაჩვენებელი – 819 ათასი შემთხვევა 8 იანვარს დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ გასული კვირის განმავლობაში კოვიდდადებითი ადამიანების რიცხვი 5.5 მილიონით გაიზარდა. კვირის განმავლობაში 490 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა აღრიცხეს აშშ-ში, 460 000 ბრაზილიაში, 404 000 კი თურქეთში.