მსოფლიოში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 643 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
მსოფლიოში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 643 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 643 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

გაერო-ს ორგანიზაციის ცნობით, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსული ინფექციით გამოწვეულ დაავადებას მსოფლიოში 11 726 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიის დაწყების შემდეგ, მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 159.3 მილიონს გადააჭარბა, 3 311 780 ადამიანი კი დაიღუპა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გასული დღე-ღამის განმავლობაში აღრიცხული ახალი შემთხვევების 57 პროცენტზე მეტი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაზე მოდის, სადაც ასევე დამატებულია ინდოეთის მონაცემებიც. მეორე ადგილზე ევროპის რეგიონია, მესამეზე კი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა.