მსოფლიოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 735 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, 14 000-მდე პაციენტი გარდაიცვალა
მსოფლიოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 735 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, 14 000-მდე პაციენტი გარდაიცვალა

მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 735 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პანდემიის დაწყების შემდეგ, მსოფლიოში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 85.9 მილიონს გადაცდა.

ბოლო ერთ დღეში მსოფლიოში კორონავირუსულ ინფექციას 14 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულების საერთო რაოდენობა კი 1.8 მილიონს აჭარბებს.

ინფიცირების ახალი შემთხვევების 47 პროცენტზე მეტი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე მოდის, მეორე ადგილზე ევროპის რეგიონია, მესამეზე კი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია.