მსოფლიოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 649 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
მსოფლიოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 649 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მსოფლიოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 649 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

გაერო-ს ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში მსოფლიოში „კოვიდ 19“-ს 10 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის მიხედვით, პანდემიის დაწყების შემდეგ მსოფლიოში კორონავირუსული ინფექცია 72 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 1.6 მილიონზე მეტი კი გარდაიცვალა.

ბოლო ერთ დღეში გამოვლენილი ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე მოდის, მეორე ადგილზე ევროპის რეგიონია, მესამეზე კი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია. ინფიცირებისა და მსხვერპლის რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა აშშ.