მსოფლიოში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 423 ათას ადამიანს დაუდასტურდა
მსოფლიოში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 423 ათას ადამიანს დაუდასტურდა

მსოფლიოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 423 ათასი ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. საერთო ჯამში, გლობალურად პანდემიის პერიოდში გამოვლინდა ვირუსის 41,1 მილიონი შემთხვევა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ით 6,4 ათასი ადამიანი დაიღუპა. სულ პანდემიის დროს პლანეტაზე ვირუსს 1,13 მილიონი პაციენტი ემსხვერპლა.

მხოლოდ ევროპის რეგიონში ბოლო 24 საათში აღრიცხეს ვირუსით ინფიცირების 192 800-ზე მეტი შემთხვევა. მეორე ადგილზეა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა, სადაც ბოლო დღე-ღამეში 128 500-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. მესამეა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზრია.

რაც შეეხება ცალკეულ სახელმწიფოებს – ინფიცირებულთა რიცხვით პირველ ადგილზეა აშშ, სადაც ვირუსი რვა მილიონზე მეტ ადამიანს დაუდგინდა. მეორე ადგილზეა ინდოეთი 7 მილიონ 700 ათასი ინფიცირებულით, შემდეგია ბრაზილია – 5 მილიონ 273 ათასზე მეტი. ასევე რუსეთი, არგენტინა და ესპანეთი.