მსოფლიოში ბოლო 24 საათში ​კორონავირუსის 469 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
მსოფლიოში ბოლო 24 საათში ​კორონავირუსის 469 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მსოფლიოში ბოლო 24 საათში ​კორონავირუსის 469 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის შემდეგ მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით, საერთო ჯამში, 169 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. სტატისტიკურ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი კოვიდშემთხვევების რაოდენობა გასული დღის მონაცემებზე 49 000-ით ნაკლებია.

ბოლო დღე-ღამეში მსოფლიოში „კოვიდ-19“-ს 11 300 ადამიანი ემსხვერპლა. საერთო ჯამში, პანდემიის პერიოდში გლობალურად 3,53 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში აღრიცხული ახალი კოვიდშემთხვევების 39 პროცენტი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაზე მოდის. მეორე ადგილზეა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა, ხოლო მესამეზეა ევროპის რეგიონი.

მსოფლიოში კოვიდშემთხვევების რაოდენობით პირველ ადგილზე კვლავ აშშ-ია, სადაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე აღრიცხულია 32 მილიონი ინფიცირებული. მეორე ადგილზეა ინდოეთი 27 მილიონზე მეტი კოვიდინფიცირებულით, მესამეზე კი ბრაზილიაა 16 მილიონზე მეტი დაავადებულით.

გარდაცვლილთა რიცხვით პირველ ადგილზე ასევე აშშ-ია, სადაც ვირუსს 588 000-ზე მეტი პაციენტი ემსხვერპლა. მეორეზეა ბრაზილია 459 000 გარდაცვლილით, მესამე კი ინდოეთია 325 000-ზე მეტი მსხვერპლით.