მსოფლიოში ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში საქართველო 117-ე ადგილზეა
მსოფლიოში ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში საქართველო 117-ე ადგილზეა

მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში საქართველო 117-ე ადგილზეა. ამის შესახებ ნათქვამია გაერო-ს მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ რეიტინგში.

რეიტინგის სათავეში წელს ფინეთია. მეორე პოზიციას იკავებს დანია. მესამეა შვეიცარია. საუკეთესო ხუთეულში მოხვდა ისლანდია და ნორვეგია.

საქართველო რეიტინგში 4 673 ქულით 117-ე ადგილზეა. შარშანდელთან შედარებით, საქართველო ორი საფეხურით დაწინაურდა.

116-ე ადგილზეა სომხეთი, რომელსაც 4 677 ქულა აქვს. 123-ე პოზიციაზეა უკრაინა.

თურქეთი გაერო-ს რეიტინგში 93-ე ადგილზეა. აზერბაიჯანს 89-ე პოზიცია აქვს. რუსეთს 73-ე.

ბედნიერების რეიტინგში ყველაზე ცუდი მაჩვენებლები აქვთ სამხრეთ სუდანს, ზიმბაბვეს, რუანდას, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას, ტანზანიას, იემენს, მალავის და ინდოეთს.

ანგარიშს, სახელწოდებით „მსოფლიო ბედნიერების რეიტინგი“ ყოველწლიურად მდგრადი განვითარების საკითხებზე მომუშავე ჯგუფი ამზადებს. რეიტინგში გაერთიანებულია 156 სახელმწიფოს მონაცემები. ანგარიშში ქვეყნები შეფასებულია სხვადასხვა მაჩვენებლით. მათ შორის არის მოქალაქეთა სიცოცხლის ხანგრძლივობა, სოციალური დახმარება, კორუფციის დონე და სხვა.

მსოფლიოს ბედნიერების რეიტინგი პირველად გაერო-მ 2012 წელს შეადგინა.