მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ევგენი კაფელნიკოვი - ერთი ადამიანის სიხარბე ბევრ რუს დედას ცრემლებამდე მიიყვანს #1TVSPORT
ცნობილმა რუსმა ჩოგბურთელმა, მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ევგენი კაფელნიკოვმა კომენტარი გაუკეთა რუსეთის შეჭრას უკრაინის ტერიტორიაზე.
„დღეიდან ერთი ადამიანის სიხარბე ცრემლებამდე მიიყვანს ბევრ რუს დედას“, – დაწერა თავის „ტვიტერში“ „დიდი სლემის“ ტურნირების ორგზის ჩემპიონმა.