კაფელნიკოვმა ფედერერზე, ნადალზე და ჯოკოვიჩზე ისაუბრა
კაფელნიკოვმა ფედერერზე, ნადალზე და ჯოკოვიჩზე ისაუბრა

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ევგენი კაფელნილოვმა პრესასთან მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელებზე – ფედერერზე, ნადალსა და ჯოკოვიჩზე ისაუბრა.

„მათ თავისი წვლილი უკვე შეიტანეს ჩოგბურთის ისტორიაში. მაგრამ აღიარება უფრო დიდი იქნება, თუ, მაგალითად, რაფაელ ნადალი 21 დიდი სლემის ტურნირს მოიგებს და გადაასწრებს ფედერერს. იგივეს თქმა შეიძლება ჯოკოვიჩზეც. თუ სერბი უახლოეს მომავალში შვეიცარიელს გადაასწრებს და ამ დროისთვის ფედერერს კარიერა ექნება დასრულებული. ჩემთვის, როგორც ჩოგბურთელისთვის, ვინც ყველაზე მეტ დიდი სლემის ტურნირს მოიგებს, ის იქნება საუკეთესო ჩოგბურთის ისტორიაში“, – აცხადებს კაფელნიკოვი.