Telegraph - ევგენი კაფელნიკოვი იძულებული გახდა, კარიერა ტოტალიზატორში თამაშის გამო დაესრულებინა​
Telegraph - ევგენი კაფელნიკოვი იძულებული გახდა, კარიერა ტოტალიზატორში თამაშის გამო დაესრულებინა​

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, „დიდი სლემის“ ტურნირების ორგზის ჩემპიონი ევგენი კაფელნიკოვი იძულებული გახდა, 2003 წელს დაესრულებინა კარიერა ტოტალიზატორში თამაშის გამო, – ამტკიცებს გაზეთი Telegraph.

უფრო ადრე, პროფესიულ ჩოგბურთში კორუფციის გამოძიების დამოუკიდებელმა კომისიამ გამოაცხადა, რომ 15 წლის წინათ, ერთ-ერთი ჩოგბურთელი დათანხმდა სპორტიდან წასვლას იმის სანაცვლოდ, რომ მის შესახებ ინფორმაციას არ გაასაჯაროებდნენ.

გამოცემა ამტკიცებს, რომ მაშინ, კომისიასა და პრესას არ ჰქონდა კაფელნიკოვის წინააღმდეგ მტკიცებულებები. დღეისთვის კი ჟურნალისტებმა მოიპოვეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 2003 წელს, რუსმა ლიონის ტურნირზე ესპანელ ფერნანდო ვისენტესთან არასპორტული პრინციპით წააგო.

პრესის მონაცემებით, ბუკმეიკერებმა ფსონების მიღება მატჩის დაწყებამდე დახურეს. ერთ-ერთი, ვისაც ამ მატჩზე ფსონის გაკეთება უნდოდა, კაფელნიკოვის დამხმარე მაიკლ კომანდორი იყო.