ტორონტოში მიმდინარე „მასტერსის“ პირველ წრეში წაგების შემდეგ, მსოფლიოს ყოფილმა მესამე ნომერმა, ესპანელმა ვეტერანმა, დავიდ ფერერმა განაცხადა, რომ ბოლოჯერ თამაშობს ჰარდის ტურნირების საზაფხულო სეზონში.
36 წლის ჩოგბურთელის თქმით, ის მომავალ წელს დაასრულებს კარიერას. ეს მოხდება გაზაფხულზე რომელიმე ესპანური ტურნირის შემდეგ: ბარსელონაში ან მადრიდში.
დავიდ ფერერს, რომელმაც კარიერა 2000 წელს დაიწყო, 27 ტიტული აქვს მოგებული პროფესიულ ტურში, აქედან ერთი – “მასტერსის” კატეგორიის. 2013 წელს იყო როლან გაროსის ფინალისტი, 2007 წელს კი სეზონის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში ითამაშა.