ბერლინში დასრულდა მსოფლიო თასის გათამაშება წყალბურთში.
ფინალში თამაშის უფლება უნგრეთისა და ავსტრალიის ნაკრებმა გუნდებმა მოიპოვეს. ტურნირის ბოლო მატჩი ტიტულოვანმა ევროპელებმა დიდი ანგარიშით 10-4 მოიგეს.
შეხვედრაში გადამწყვეტი მესამე მეოთხედი გამოდგა, რომელშიც უნგრელებმა 4-0 გაიმარჯვეს. უნგრეთის ნაკრები ივლისის ბოლოს დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მერვე ადგილზე გავიდა.
მსოფლიო თასის ფინალში მათ მერვედ ითამაშეს და ტიტულს მეოთხედ დაეუფლნენ. ავსტრალიელთათვის კი ეს პირველი ფინალი გახლდათ.