მსოფლიოს თასს უნგრეთი დაეუფლა

13:27, 17.09.2018

ბერლინში დასრულდა მსოფლიო თასის გათამაშება წყალბურთში.

ფინალში თამაშის უფლება უნგრეთისა და ავსტრალიის ნაკრებმა გუნდებმა მოიპოვეს. ტურნირის ბოლო მატჩი ტიტულოვანმა ევროპელებმა დიდი ანგარიშით 10-4 მოიგეს.

შეხვედრაში გადამწყვეტი მესამე მეოთხედი გამოდგა, რომელშიც უნგრელებმა 4-0 გაიმარჯვეს. უნგრეთის ნაკრები ივლისის ბოლოს დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მერვე ადგილზე გავიდა.

მსოფლიო თასის ფინალში მათ მერვედ  ითამაშეს და ტიტულს მეოთხედ დაეუფლნენ. ავსტრალიელთათვის კი ეს პირველი ფინალი გახლდათ.

მსგავსი