მსოფლიოს თასი 2019 | საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყველა მატჩი, სტატისტიკა, საუკეთესო მომენტები [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიოს თასი 2019 | საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყველა მატჩი, სტატისტიკა, საუკეთესო მომენტები [ვიდეო] #1TVSPORT

იაპინიაში ჩატარებულ მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებს ჯგუფში მეტოქეებად უელსი, ავსტრალია, ფიჯი და ურუგვაი ჰყავდა.

ბორჯღალოსნებისგან“ ქომაგი წინა მსოფლიოს თასზე ნაჩვენები შედეგის გამეორებას ელოდა. ამ ტურნირის წინ ნაკრებში დაბრუნდა კაპიტანი მამუკა გორგოძე, თუმცა საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ერთი თამაშის მოგება შეძლო – ურუგვაის ნაკრები 33:7 დაამარცხა.

ამ მატჩში საქართველოს ნაკრებმა სამხრეთამერიკელებს ხუთი ლელო დაუდო (ბრეგვაძე, ჩილაჩავა, გიორგაძე, კვესელაძე, თოდუა), რაც მსოფლიო თასებზე „ბორჯღალოსნების“ საუკეთესო შედეგია.

საბოლოოდ ჯგუფური ეტაპი ხუთი ქულით მეოთხე ადგილზე დაასრულა, მხოლოდ ურუგვაის ნაკრებს გადაასწრო.