მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი | მიუნხენის „ბაიერნმა“ ახალი ზელანდიის „ოკლენდი“ დიდი სხვაობით დაამარცხა #1TVSPORT
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე C ჯგუფში გერმანულმა „ბაიერნმა“ ახალზელანდიური „ოკლენდი“ დაამარცხა – 10:0.
ამ შეხვედრაში გამოიკვეთა ფავორიტისა და აუტსაიდერის ვინაობა. „ოკლენდის“ მომდევნო ეტაპზე გასვლა, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია, რადგან ჯგუფში პორტუგალიური „ბენფიკა“ და არგენტინული „ბოკა ხუნიორსი“ თამაშობენ.
რაც შეეხება „ბაიერნი“-„ოკლენდის“ მატჩს, ჰეთთრიქი მუსიალამ შეასრულა, ორ-ორი გოლი გაიტანეს ოლისემ და კომანმა, საფინალო ანგარიში კი თომას მიულერმა დააფიქსირა.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ყოველი ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო გადის.