მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა დღეს ბელარუსის სოლიდარობის დღეს აღნიშნავს
მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა დღეს ბელარუსის სოლიდარობის დღეს აღნიშნავს

7 თებერვალს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ბელარუსის სოლიდარობის დღე აღინიშნება.  „დოიჩე ველეს“ ცნობით, ამ დღის აღნიშვნისკენ საერთაშორისო საზოგადოებას ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ციხანოვსკაიამ მოუწოდა.

სოლიდარობის დღესთან დაკავშირებით ლიეტუვაში გაიმართება აქცია „ექვსი მილიარდი ნაბიჯი“. ვილნიუსში პრეზიდენტის სასახლეს კი, ბელარუსის დროშის ფერებში მორთავენ.

„ლიეტუვამ იცის, რა არის თავისუფლებისთვის ბრძოლა. მხარს ვუჭერთ ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოების მისწრაფებას, რომ იცხოვრონ თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანაში“, – წერს ქვეყნის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა „ტვიტერში“.

ვარშავაში კი, ყველაზე მაღალ შენობას ბელარუსის დროშის ფერებში გაანათებენ. მოლდოვასა და რუმინეთში ანდრეი კურეიჩიკის პიესას დადგამენ, რომელიც ბელარუსში 9 აგვისტოს შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხება.

სვეტლანა ციხანოვსკაიას თქმით, სოლიდარობის დღეს ბელარუსში რამდენიმე ღონისძიება იგეგმება.