მსოფლიოს მასშტაბით „ფეისბუქი“ შეფერხებით მუშაობდა

14:03, 19.07.2026

მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, სოციალური ქსელის მომხმარებლებს Facebook-ის გამოყენების პრობლემა შეექმნათ.

„თქვენი ანგარიში ამჟამად საიტის ტექნიკური პრობლემის გამო მიუწვდომელია. ველოდებით, რომ პრობლემა მალე მოგვარდება. გთხოვთ, რამდენიმე წუთში ხელახლა სცადოთ“, – ასეთი შეტყობინება ფიქსირდებოდა იმ მომხმრებლებისთვის, რომლებსაც „ფეისბუქზე“ შესვლა კომპიუტერის საშუალებით სურდათ.

ონლაინსერვისების შეფერხებებზე დამკვირვებელი პლატფორის, Downdetector-ის მონაცემებით, მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრობლემების 61% ვებსაიტზე წვდომას უკავშირდებოდა.

შეფერხებით მუშაობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებდნენ ინსტრაგრამის მომხმარებლებიც.

კომპანია „მეტაში“ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

მსგავსი