დღეს, 3 მაისს, ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის დაბადების დღეა.
გაფრინდაშვილი აჭადრაკო ოლიმპიადების 12-გზის გამარჯვებული და საჭადრაკო ოსკარის პირველი მფლობელია. გარდა ამისა, ის ექვსჯერ გახდა სენიორებს შორის მსოფლიო ჩემპიონი.
1962, 1965, 1969, 1972 და 1975 წლებში ნონა გაფრინდაშვილი პლანეტის უძლიერესი მოჭადრაკე ქალი იყო.
ის არის საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა (1976) და ვაჟთა შორის (1978, ჭადრაკის ისტორიაში პირველად).
მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის ჩემპიონი (1963, 66, 69, 72, 74, 78, 80, 82, 84, 86 – სსრკ ნაკრებში; 1992 – საქართველოს ნაკრებში).
სსრკ ხუთგზის ჩემპიონი (1964, 73, 81, 83, 85). ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელი (1969, 72).
ჭადრაკის ოსკარის პირველი მფლობელი (1982).
საქართველოს მეოცე საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალი (ოქროს პრიზი).
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1964).
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი (1989-96) და საპატიო პრეზიდენტი (1996 წლიდან).
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი (2000-02).
ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარე (1980-86).
2001 წელს მისი სახელი მიენიჭა თბილისის ჭადრაკის სასახლეს.
ივახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის და ღირსების ორდენების კავალერი. ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისთვის 1996 წელს მიენიჭა საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების სამი უმაღლესი ჯილდო: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიოს ასოციაციის საპატიო და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ორდენები.
ლეგენდარულ ნონა გაფრინდაშვილს დღეს 79-ე დაბადების დღეს მიულოცავენ.