მსოფლიოს ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი სამშობლოში დაბრუნდა [ვიდეო]

ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი საქართველოში დაბრუნდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები, ახლობლები და გულშემატკივრები ოვაციებით და „მრავალჟამიერით“ დახვდნენ.

ბუდაპეშტში, მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ფინალში მან შვედი ტომი მაციასი დამატებით დროში გაფრთხილებებით დაამარცხა.

ლაშა შავდათუაშვილი გახდა პირველი სპორტსმენი ქართული ძიუდოს ისტორიაში, ვისაც კარიერის განმავლობაში ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ოქროს მედლები აქვს მოპოვებული.