მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთს ფერნანდო იერო უხელმძღვანელებს
მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთს ფერნანდო იერო უხელმძღვანელებს

ესპანეთის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები გავრცელდა.
თავდაპირველად დაიწერა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის დროს, ნაკრებს უხელმძღვანელებდა ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალბერტ სელადესი.

თუმცა, ეს ინფორმაცია არ დადასტურდა, რის შემდეგაც ორმა ავტორიტეტულმა გამოცემამ – AS-მა და Marca-მ ერთდროულად დაწერეს, რომ ლოპეტეგის შემცვლელი მადრიდის “რეალის” ყოფილი მცველი ფერნანდო იერო გახდა.

ესპანეთის ნაკრებს ჩემპიონატზე მეორე დღეს აქვს პირველი ტურის მატჩი ევროპის მოქმედი ჩემპიონის, პორტუგალიის წინააღმდეგ.